აუტოპია
ნანუკა ჩიჩუა & უეიდ აივი
ადვილია უტოპიაზე ფიქრი, როგორც ცივილიზაციის უმაღლეს გამოხატულებაზე, თუმცა, როგორც სერ ტომას მორმა თქვა, უტოპია არასოდეს ნიშნავდა ნამდვილ, ხელშესახებ ადგილს, არამედ – არარსებულ, წარმოსახვით, განყენებულ საზოგადოებას. იგი პირდაპირ “არსადაა”, სატირაა, რომელიც ჩვენს პრობლემებს, ჩვენი დესტრუქციული ბუნების საპირისპირო გამოხატულებას წარმოადგენს.
“პოეტური კვლევის მეფუტკრეობის ინსტიტუტთან” ერთად, გამოფენა მაყურებელს ამგვარ გამოგონილ სამყაროს – პრაქტიკული ხედვებით შეუზღუდავ უტოპიურ წარმოდგენებს სთავაზობს. ჟესტებით, ტექსტურებით და ზედაპირებით, ნანუკა ჩიჩუას ნახატები მწვანე უტოპიების ალტერნატიულ განზომილებას გამოსახავენ, ციფრულ ანიმაციასთან და უეიდ აივის MWOWM ხმის სისტემასთან ერთად კომბინაციაში.
ფორმები გათიშულია მათი რაციონალური ადგილებისაგან და გადააზრებულია ახლებურ კომპოზიციებში, როგორც ახალი მოთამაშეები გონების სცენაზე. ის, რაც ფორმით მოცურავეს გვაგონებს, სინამდვილეში ყვავილია ვარსკვლავების მინდორში. ფოთოლი სახეა. ირემი მოგონებაა აგურების ტყეში. აგურები უჯრედებია, რომლისგან გაქცევაც ცეცხლის ალის კვალდაკვალაა შესაძლებელი.
აუტოპიას შთაგონება იურული პერიოდის მუზეუმის მისიკური ლიტერატურის ავტორის ციტატიდან მოდის:
„ბუნება, თავისი საშინელი გრანდიოზულობით და გაუგებარი კომპლექსურობით, მაინც ურთიერთდაკავშირებულია – სამყარო სამყაროა სამყაროში, ხილული და უხილავი, ფიზიკური და არამატერიალური, ყველაფერი კავშირშია, ყველაფერი საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს, თითქოს ანალოგიის მაგნიტური ჯაჭვებით შეკრული. ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი მოქმედება სარკისებურად ირეკლება, პულსირებს, გამოისახება და მეორდება მთელი არსებობის მანძლზე. მსოფლიო მართლაც საიდუმლო კვანძებითაა შეკრული.”
• ვალენტინ ვორსი
ნანა ჩიჩუა თბილისში დაიბადა და 1992 წელს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში წავიდა. მან ხელოვნებათმცოდნეობაში ბაკალავრის, ხოლო ექსპერიმენტულ ანიმაციაში მაგისტრის ხარისხი კალიფორნიას ხელოვნების ინსტიტუტისგან მიიღო. მისი პარტნიორი და კოლაბორატორი უეიდ აივი ხელოვნებათმცოდნეობას ლოს ანჯელესში, კალიფორნიას უნივერსიტეტში შეისწავლიდა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში გადასვლამდე, სადაც ექსპერიმენტულ ანიმაციაში ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები მიენიჭა. მათი ნახატები, ტილოები, წიგნები და ანიმაცია ნაჩვენებია ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში, თბილისში, პარიზში და ბლექ როქ სითიში.
მათ ასევე მიღებული აქვთ მონაწილეობა სახელოვნებო რეზიდენციებში და ფესტივალებში საქართველოს მასშტაბით, როგორიც არის ფესტინოვა (2009-2015) არტ ვილა გარიყულაში. ნანუკა და უეიდი ლოს ანჯელესში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ნანუკა 2002 წლიდან იურული ტექნოლოგიების მუზეუმში, უეიდი კი სრულმეტრაჟიანი ფილმების ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობს.
OUTOPIA
Nanuka Tchitchoua & Wade Ivy
It is tempting to think of Utopia as the penultimate expression of civilization, but as originally coined by Sir Thomas More, it was never meant to denote an actual place, but specifically refers to a non-existent fictional island society. Literally “No-Place”, it is a satire reflecting our troubles, inverting our destructive nature.
In conjunction with the Beekeeping Institute of the Poetic Research, the exhibition offers viewers an invented world in this spirit – utopian visions unbound by practical concerns. With gestures, patterns and surface, paintings by Nanuka Tchitchoua that evoke an alternate dimension of green utopias and to interact with and complement these works – digitally animated video works and the MWOWM sound system by T. Wade Ivy.
Forms are disconnected from their rational places and re-contextualized in a playful arrangement, new characters on the mind’s stage. What seems to be a swimmer – is shaped like a swimmer, is in fact a flower in a field of stars. A leaf is a face. A deer is a memory in a forest of bricks, the bricks are cells, escape from which is possible by following the flame.
The roots of the inspiration for Outopia lies in a quote by the author of much of the Museum of Jurassic Technology’s mysterious literature:
”All of nature in its awful vastness and incomprehensible complexity is in the end interrelated — worlds within worlds within worlds: the seen and the unseen — the physical and the immaterial are all connected — each exerting influence on the next — bound, as it were, by chains of analogy — magnetic chains. Every decision, every action mirrors, ripples, reflects and echoes throughout the whole of creation. The world is indeed bound with secret knots.” -Valentine Worth
Outopia List of works
- Made Up Rhymes and Eating Flowers – Acrylic on canvas, 119cm x 241cm, Nanuka Tchitchoua
- A Woman Who Turned into a City – Acrylic on canvas, 134cm x 266cm, Nanuka Tchitchoua
- Oxygen – Acrylic on canvas, 119cm x 241cm, Nanuka Tchitchoua
- Adios Mother Honey -The Beekeepers of Tbilisi/Mexico/Los Angeles
- The Plant of Joy – Acrylic on canvas, 83cm x 76cm, Nanuka Tchitchoua
- Truth Rally – 3d stereoscopic drawing, T. Wade Ivy
- Magic Numbers – 3d stereoscopic drawing, T. Wade Ivy
- The Blue Hive with film lecture on bees – Nanuka Tchitchoua collaboration with Bibi Asatiani and Wade Ivy
- Cerranunos, The Bee Gods — Eva Hausam collaborations with bees
- The Holograms – Tristan Duke
- The Wasp Masks – Tristan Duke
- 3D Videos of Holograms and Bestiary – The Society of the Diffusion of Useful Information
- Oxygen Animation Projections – Wade Ivy
- MWOWM Sound System- Wade Ivy
Exhibition Design Collaboration with Bibi Asatiani
Special Thanks to Nino Bagrationi (flowers),
Propaganda Network. STAMBA Employees and Workmen
——————————————————————————
PROPAGANDA-CONCEPT-AND-FUNCTION